თავში

მოსწავლეებს "კალმარის თამაშის" ყურებას უკრძალავენ

მოსწავლეებს "კალმარის თამაშის" ყურებას უკრძალავენ
მოსწავლეებს კალმარის თამაშის ყურებას უკრძალავენ

ბრიტანეთის საბჭომ სკოლის მოსწავლეების მშობლებს და მეურვეებს, Netflix-ის სატელევიზიო სერიალ "კალმარის თამაშთან დაკავშირებით, გამაფრთხილებელი წერილით მიმართა. ამის შესახებ გამოცემა BBC იუწყება.

გამოცემის ცნობით, წერილში აღნიშნულია, რომ სკოლის მოსწავლეებმა, შესაძლოა, სერიალში ნახსენები თამაშები რეალურ ცხოვრებაში ითამაშონ, რაც საფრთხის შემცველია. მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, ბრიტანეთის საბჭომ რეკომენდაცია გასცა, რომ ბავშვებს "კალმარის თამაში" არ აყურებინონ.

Netflix-ის სამხრეთ კორეული თრილერი ვალებში ჩავარდნილი ადამიანების გადარჩენისათვის ბრძოლაზე მოგვითხრობს, რომლებიც სასიკვდილო თამაშებისთვისაც კი მზად არიან. 

სერიალის პოპულარობამ ბედფორდშირის ცენტრალური საბჭო აიძულა მშობლებისთვის ელ.წერილი მიეწერათ და დაწყებითი სკოლის მოსწავლეებში "აგრესიული" ქცევისთვის ეცნობებინათ.

აღნიშნული ელ. წერილი წარმოადგენს შემაშფოთებელ მოხსენებას იმის შესახებ, რომ ბავშვები და მოზარდები სკოლაში "კალმარის თამაშს" თამაშობენ. 

"ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მშობლებს, რომ ბავშვებს "კალმარის თამაში" არ აყურებინონ", - აღნიშნულია წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system