თავში

,,მოძრაობის თეატრი" 20 წლის გახდა

​,,მოძრაობის თეატრი" 20 წლის გახდა
,,მოძრაობის თეატრი 20 წლის გახდა

,,მოძრაობის თეატრი" 20 წლის გახდა.

კახა ბაკურაძემ თეატრი 2000 წელს დააფუძნა და მას შემდეგ, სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე შეძლო, მაყურებლისთვის მუდმივად საინტერესო სარეპერტუარო თეატრად ქცევა.

პანდემიის პირობებშიც კი, კახა ბაკურაძე და იოსებ ბაკურაძე აღმოჩდნენ ის რეჟისორები, რომლებმაც ახალი სპექტაკლების დადგმა შეძლეს და მაყურებელს მონატრებული საპრემიერო ემოცია აჩუქეს.

13 წელი თეატრს არ ჰქონდა სარეპეტიციო და სათამაშო სივრცე. რეპეტიციობდნენ და თამაშობდნენ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობას ნახავდნენ და მიუხედავად ამისა, თეატრს ყველგან დაჰყვებოდა ერთგული მაყურებელი.

2013 წელს მოძრაობის თეატრმა საინტერესო და განსხვავებულ სპექტაკლებთან ერთად, მაყურებელს განსხვავებული თეატრის შენობაც აჩუქა, თვითმფრინავის ძველ ანგარში, რომელიც მუდმივად იწვევს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მაყურებლის აღფრთოვანებას. თეატრის შენობა არაერთხელ მოხვდა პოპულარულ უცხოურ ვებ-გვერდებზე და სოციალურ ქსელებში.

მრავალპროფილიანი ღონისძიებებით, ენობრივი ბარიერის გარეშე, მორაობის თეატრი ინტერნაციონალურ, მულტიკულტურულ თანამედროვე ხელოვნების ცენტრად იქცა. წლების განმავლობაში მოძრაობის თეატრი გახდა თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, თანამედროვე ქართული ხელოვნებით დაინტერესებული ტურისტებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system