თავში

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლების სოციალურ ქსელში ჩვენებას იწყებს

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლების სოციალურ ქსელში ჩვენებას იწყებს
მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლების სოციალურ ქსელში ჩვენებას იწყებს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სოციალურ ქსელში სპექტაკლების ჩანაწერების ჩვენებას იწყებს. ამის შესახებ ვიდეომიმართვა თეატრის ოფიციალურ გვერდზე, სამხატვრო ხელმძღვანელმა, დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, დღეიდან, ყოველდღიურად, თეატრი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი ორი სპექტაკლის ჩანაწერს აჩვენებს. სპექტაკლების შესახებ ინფორმაცია კი ყოველდღიურად განახლდება.

„20 მარტი მსოფლიო საბავშვო თეატრების საერთაშორისო დღეა. მოზარდ მაყურებელთა თეატრი ჩართულია მსოფლიო საბავშვო თეატრების ფერხულში. აქედან გამომდინარე, ჩვენც აღვნიშნავთ დღევანდელ დღეს. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ თარიღის ფართო აღნიშვნის არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია. გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ სოციალური ქსელი და ჩვენი პატარებისათვის და მოზარდთათვის გიჩვენებთ ორი სხვადასხვა ასაკის მაყურებელზე გათვლილ წარმოდგენას. დღეს ჩვენ ვიწყებთ ქართული ხალხური ზღაპრის, „რწყილი და ჭიანჭველას“ ჩვენებას. ოდნავ მოგვიანებით კი, გაიმართება უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ ვიდეოჩვენება. ერთი სპექტაკლი - „რწყილი და ჭიანჭველა“ ამჟამადაც რეპერტუარშია, ხოლო „რომეო და ჯულიეტა“ არის ჩვენი თეატრის ბოლო წლების ერთ ერთი საუკეთესო ნამუშევარი, რომლის რეჟისორიც გახლავთ ლევან წულაძე. ამ სპექტაკლში მონაწილეობდა ყველასათვის უსაყვარლესი მსახიობი კოტე თოლორდავა. შემდგომი დღეების განრიგს მოგაწვდით ყოველ საღამოს“, – განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system