თავში

მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა
მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრი ავრცელებს.

"დიდი მწუხარებით გვინდა გაცნობოთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი თეატრის გამორჩეული მსახიობი, რეჟისორი, სცენის ოსტატი გოგა ოსეფაშვილი.

შალიკაშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მის მეგობრებს. გოგა ოსეფაშვილი შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრში დაარსების დღიდან მოღვაწეობდა და წლების განმავლობაში იბრძოდა თეატრის აღმავლობისთვის.გვინდა მადლობა გადავუხადოთ მას თავდადებული შრომისთვის და ერთგულებისთვის" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ხვალ, 6 თებერვალს, 11:00 საათზე თეატრის დასი შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრში შეიკრიბება, რათა პატივი მიაგოს მის ხსოვნას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system