თავში

მსახიობი შონ კონერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი შონ კონერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსახიობი შონ კონერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი, მსახიობი შონ კონერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იუწყება.

სერ თომას შონ კონერი 1930 წელს ედინბურგში, შოტლანდიაში დაიბადა. ბავშვობაში შონის მთავარი გატაცება ფეხბურთი და ცხენოსნობა იყო, კინო მას ნაკლებად იზიდავდა, თუმცა, ერთ დღეს თეატრში სტუმრობამ მის მსოფლმხედველობაზე გავლენა იქონია. 

1951 წელს შონ კონერი სამუშაოდ მოეწყო ედინბურგის სამეფო თეატრში, სადაც მისი დებიუტი შედგა სცენაზე. 

2000 წელს შონ კონერიმ „რაინდის” წოდება და ტიტული „სერ” მიიღო დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ მეორისგან.

შონ კონერიმ ჯეიმს ბონდის როლი შვიდ ფილმში ითამაშა, მათ შორის უკანასკნელად – 53 წლის ასაკში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system