თავში

მსჯავრდებულებისთვის მუზეუმის ონლაინ ტური გაიმართა

მსჯავრდებულებისთვის მუზეუმის ონლაინ ტური გაიმართა
მსჯავრდებულებისთვის მუზეუმის ონლაინ ტური გაიმართა

N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის თელავის ისტორიული მუზეუმიდან ონლაინ ჩართვა მოეწყო. ინფორმაციას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ავრცელებს. 

"მუზეუმის ტურში მსჯავრდებულებს „კახთა მეფის სასახლის“ დათვალიერებისა და ერეკლე მეფის შესახებ ისტორიული ცნობების მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდათ. ინიციატივა, კულტურისა და ხელოვნების მიმართ მსჯავრდებულთა ცნობიერების ამაღლებასა და მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ითვალისწინებს", - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მუზეუმების ონლაინ ტური ეტაპობრივად, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system