თავში

მწერალთა სახლში ონლაინ ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება

მწერალთა სახლში ონლაინ ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება
მწერალთა სახლში ონლაინ ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება
Georgia's Fantastic Tavern - Where Europe Meets Asia - ასე ჰქვია ლიტერატურულ ფესტივალს, რომელიც ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვის მწერალთა სახლში 25-28 თებერვალს გაიმართება. 

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: ფესტივალის საპატიო სტუმრები - ნინო ხარატიშვილი და ბორის აკუნინი; დათოტურაშვილი, აკა მორჩილაძე, ნანა ექვთიმიშვილი, თამთა მელაშვილი, ლაშა ბუღაძე, დათო გაბუნია, ბექა ადამაშვილი, ზურაბ ქარუმიძე და არჩილ ქიქოძე.
მთარგმნელები, ლინ კოფინი და თამარ ჯაფარიძე, ისაუბრებენ თარგმანის სირთულეებზე და ინგლისურენოვან თარგმანებზე.

პროგრამაშია დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთი მელუა, რომელიც სპეციალურად ფესტივალის მაყურებლისთვის იმღერებს.

პროგრამის კულინარიულ ნაწილს კი წარმოადგენს ცნობილი ქართველი შეფი და ქართული მასტერშეფის ჟიურის წევრი, ლუკა ნაჭყებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system