თავში

MTV Europe Music Awards 2021-ის გამარჯვებულები დაასახელეს

MTV Europe Music Awards​ 2021-ის გამარჯვებულები დაასახელეს
MTV Europe Music Awards 2021-ის გამარჯვებულები დაასახელეს

MTV Europe Music Awards 2021-ზე ყველაზე მეტი ჯილდო ბრიტანელმა ედ შირანმა და სამხრეთკორეულმა ჯგუფმა BTS-მა მიიღეს.

დაჯილდოების ცერემონია წელს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდა და მას მაყურებელიც ესწრებოდა. BTS-მა გაიმარჯვა კატეგორიებში „საუკეთესო პოპ აქტი“, „საუკეთესო ჯგუფი“, „საუკეთესო კეი-პოპ ჯგუფი“ და „საუკეთესო ფანები“. შირანი კი წლის საუკეთესო შემსრულებლად და საუკეთესო სიმღერის ავტორად დაასახელეს, კომპოზიციისთვის Bad Habits.

ევროვიზიის გამარჯვებულები, იტალიური ჯგუფი Måneskin წლის საუკეთესო როკ-ჯგუფად დასახელდა. საღამოს წამყვანმა Saweetie-მ ნომინაციაში „საუკეთესო ახალი შემსრულებელი“ გაიმარჯვა, ნიკი მინაჟი კი საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა. წლის საუკეთესო ვიდეორგოლად Lil Nas X-ის Montero დასახელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system