თავში

მუსიკოსი არ კელი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს

მუსიკოსი არ კელი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს
მუსიკოსი არ კელი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს

ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი არ კელი ქალებსა და ბავშვებზე სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნეს.

გამოცემის ცნობით, ჯერ კიდევ 13 წლის წინ, კელი ილინოისის სასამართლომ ბავშვთა პორნოგრაფიის ბრალდებით დააკავა, თუმცა მაშინ იგი  გაამართლეს.

ამჯერად, სასამართლო პროცესი 6 კვირა გაგრძელდა. ნაფიცმა მსაჯულებმა, ორდღიანი განხილვის შემდეგ, კელი დამნაშავედ ცნეს.

მას ათ სხვადასხვა ეპიზოდში ედება ბრალი, ყველაზე ადრეული დანაშაული კი 1998 წლით თარიღდება.

გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებულები 13-დან 17 წლამდე გოგონები არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system