თავში

ნაპოლეონის აუსტერლიცის ბრძოლის ხელნაწერი მილიონ ევროდ იყიდება - PHOTO

​ნაპოლეონის აუსტერლიცის ბრძოლის
ნაპოლეონის აუსტერლიცის ბრძოლის ხელნაწერი მილიონ ევროდ იყიდება - PHOTO

დიდი ფრანგი მთავარსარდლისა და იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის აუსტერლიცის ბრძოლის ხელნაწერი აუქციონზე გაიტანეს. ისტორიული დოკუმენტი საწყისი ღირებულება 1 მილიონი ევროა.

აუსტერლიცის, ან სამი იმპერატორის ბრძოლის სახელწოდებით ცნობილი ბრძოლა ნაპოლეონის მიერ გონივრულად შედგენილი სამოქმედო გეგმით წარიმართა. წმინდა ელენეს კუნძულზე დევნილობაში მყოფმა ნაპოლეონმა ომის დეტალები სრული სიზუსტით აღიდგინა და საკუთარ ადიუტანტ ბერტრანს უკარნახა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ვატერლოოს მარცხის შემდეგ, ამ ბრძოლის დოკუმენტის შექმნით, ნაპოლეონი საკუთარი დიდების აღდგენას შეეცადა.

74 გვერდიანი ხელნაწერი 1805 წელს ნაპოლეონის, ავსტრიის იმპერატორის ფრანც მეორისა და რუსეთის მეფის ალექსანდრე მეორის სამხედრო დაპირისპირების შესახებ მოგვითხრობს. დოკუმენტში ზუსტად არის აღწერილი, როგორ  გაამართლა ნაპოლეონის ტაქტიკამ, მოწინააღმდეგე მოტყუვდა, როცა საფრანგეთის მხარის სისუსტე დაიჯერა და ხაფანგში აღმოჩნდა.

აუსტერლიცის ბრძოლას, როგორც სახელმძღვანელოს, დღემდე ასწავლიან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში. დოკუმენტის აუცქიონზე გატანა ეძღვნება ნაპოლეონის გარდაცვალების 200 წლისთავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system