თავში

Netflix-ს ჰომოსექსუალი იესოს შესახებ ფილმის გაშვება აუკრძალეს - VIDEO

Netflix-ს ჰომოსექსუალი იესოს შესახებ ფილმის გაშვება აუკრძალეს - VIDEO
Netflix-ს ჰომოსექსუალი იესოს შესახებ ფილმის გაშვება აუკრძალეს - VIDEO

ბრაზილიის სასამართლომ დაადგინა, რომ სტიმინგ-სერვისმა Netflix ჰომოსექსუალი იესოს შესახებ საშობაო ფილმის ჩვენება უნდა შეწყვიტოს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბრაზილიის კათოლიკურმა ორგანიზაციამ პეტიცია შეადგინა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფილმი "იესოს პირველი ცდუნება" მილიონობით კათოლიკეს შეურაცხყოფას აყენებს. მას 2,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

სკანდალური ფილმი დეკემბრის ბოლოს გამოვიდა. ის ბრაზილიურმა სტუდიამ Porta dos Fundos გადაიღო, რომლის ოფისის დაწვა პრემიერის შემდეგ განრისხებულმა მორწმუნეებმა სცადეს. საპროდიუსერო კომპანიის ოფისს "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე ულტრამემარჯვენე რელიგიურმა დაჯგუფებამ აიღო.

მისმა წევრებმა Netflix გააკრიტიკეს და ფილმს მკრეხელური უწოდეს.

46 წუთიანი კომედია სახელწოდებით "იესოს პირველი ცდუნება" Netflix-ზე დეკემბრის ბოლოს გამოვიდა. სიუჟეტის მიხედვით, უდაბნოში 40 გატარებული 40 დღის შემდეგ იესო სახლში. მას 30 წელი უსრულდება და დაბადების დღეზე სიურპრიზი ელის. წვეულებაზე მარია და იოსები მას საიდუმლოს უმხელენ, რომ მისი ნამდვილი მამა ღმერთია. იესოსთან ერთად ჩნდება თავხედი ახალგაზრდა ორლანდო, რომელიც ყველას მიანიშნებს, რომ იესოს ბოიფრენდია. ფილმის ფინალურ ნაწილში ირკვევა, რომ ორლანდო ეშმაკია და იესო მას კლავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system