თავში

Netflix-ზე რეზო გაბრიაძის ანიმაცია დაიდო - VIDEO

Netflix-ზე რეზო გაბრიაძის ანიმაცია დაიდო
Netflix-ზე რეზო გაბრიაძის ანიმაცია დაიდო - VIDEO

Netflix-ზე ქართველი მწერლის, მხატვრისა და რეჟისორის, რეზო გაბრიაძის ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ დაიდო.

ანიმაციური ფილმი 2018 წელს,  გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა და მისი რეჟისორი რეზო გაბრიაძის შვილი, ლევან გაბრიაძეა. პროდიუსირება კი თემურ ბექმამბეტოვის სტუდია Bazelevs-ს ეკუთვნის.

მულტფილმის მთავარი გმირი ხვდება ლენინს, მენდელეევსა და სტალინს, ასევე ამარცხებს ჰიტლერს.

აღნიშნული ანიმაცია 2019 წელს საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმების კატეგორიაში „ოსკარის“ ნომინანტებს შორის მოხვდა.

რეზო გაბრიაძე ფილმების „მიმინო“ და „ქინ-ძა-ძა!“-ს სცენარისტია. მან ასევე 1981 წელს თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system