თავში

ნიდერლანდების ხელისუფლება რემბრანდტის ნახატს შეიძენს

​ნიდერლანდების ხელისუფლება რემბრანდტის ნახატს შეიძენს
ნიდერლანდების ხელისუფლება რემბრანდტის ნახატს შეიძენს

ნიდერლანდების მთავრობა მე-17 საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრის, რემბრანდტის ავტოპორტრეტის, "მებაირაღის" შეძენას გეგმავს. ამ მიზნით მან 150 მილიონი ევრო (170 მილიონი აშშ დოლარი) გამოყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მთავრობა ნახატის შესაძენად პარლამენტის თანხმობას ითხოვს და აცხადებს, რომ ის ჰოლანდიური კულტურისა და ისტორიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ თანხას მუზეუმის ფონდიდან კიდევ 10 მილიონს, ხოლო რემბრანდტის ასოციაციიდან - 15 მილიონ ევროს დაემატება.

ნიდერლანდებმა ნახატის ყიდვა როტშილდების კერძო კოლექციიდან მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც საფრანგეთმა ავტოპორტრეტის შეძენის უფლებაზე უარი თქვა და მისი გაყიდვა ღია ბაზარზე დაუშვა.

ჰოლანდიელი მხატვრის ტილო 1844 წლიდან როტშილდების ოჯახის ფრანგული შტოს საკუთრებაა.

ავტოპორტრეტი დაიხატა, როდესაც მხატვარი 30 წლის იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system