თავში

ნოემბერში დევიდ ბოუის უცნობ ალბომს წარადგენენ

ნოემბერში დევიდ ბოუის უცნობ ალბომს წარადგენენ
ნოემბერში დევიდ ბოუის უცნობ ალბომს წარადგენენ

დიდ ბრიტანეთში ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, დევიდ ბოუის უცნობი ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. 

უცხოური მედიის ინფორმაციით, ალბომის სახელწოდებაა Toy (სათამაშო). ალბომი 2000-იანი წლების დასაწყისში შეერთებულ შტატებში ჩაიწერა და მომღერლის ნაკლებად ცნობილ, ადრეულ ნამუშევრებს შეიცავს. ალბომის პრეზენტაცია 2001 წელს, სტუდიასთან კონფლიქტის გამო არ შედგა.

ალბომის ოფიციალური წარდგენა მიმდინარე წლის 26 ნოემბერს გაიმართება. 

ამასთან, ალბომში შესული ერთ-ერთი სიმღერა - Youʼve Got a Habit of Leaving სტრიმინგის სერვისებზე უკვე ხელმისაწვდომია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system