თავში

ორ სოფელში კულტურის სახლების აღდგენა გადაწყდა - PHOTO

ორ სოფელში კულტურის სახლების აღდგენა გადაწყდა - PHOTO
ორ სოფელში კულტურის სახლების აღდგენა გადაწყდა - PHOTO

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შრომისა და ნაგომარის კულტურის სახლების აღდგენა გადაწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, ნაგომარში, შრომასა და გურიანთაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი კულტურის სახლები მოინახულა, ასევე ვაშნარის ნაქალაქარის მდგომარეობას გაეცნო ადგილზე. 

"თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა რეგიონებში კულტურის სახლების არსებობისა და ფუნქციონირების მნიშვნელობას. მინისტრმა კულტურის სფეროს გამოწვევებზე, კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ახალგაზრდების კიდევ უფრო მეტად დაინტერესებასა და ჩართულობაზე ისაუბრა. შეხვედრებზე განხილული იყო კულტურის სახლების აღდგენის შესაძლებლობა და აღინიშნა, რომ ისინი მულტიფუნქციურ ცენტრებად უნდა ჩამოყალიბდნენ და რაიონში ახალგაზრდების სახელოვნებო განათლებას შეუწყონ ხელი. თეა წულუკიანმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების თანამშრომლობაზე გააკეთა აქცენტი და სოფლების შრომისა და ნაგომარის კულტურის სახლების აღდგენის საქმეში მუნიციპალიტეტს სამინისტროს სრული მხარდაჭერა აღუთქვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system