თავში

ორბელიანების სასახლეში გამოფენა "ქართული დეტალი" მოეწყო - PHOTO

ორბელიანების სასახლეში გამოფენა "ქართული დეტალი" მოეწყო
ორბელიანების სასახლეში გამოფენა ქართული დეტალი მოეწყო - PHOTO

ორბელიანების სასახლეში ხელოვან ზეინაბ ბარნოვის გამოფენა "ქართული დეტალი" გაიმართა, რომელიც ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და თანამედროვე კრეატიული ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა.

გამოფენა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს და ხელოვანს წარმატება უსურვეს.

ზეინაბ ბარნოვის გამოფენაზე ხევსურული ტანსაცმლის, თავსაბურავებისა და ქართული ჩიხტიკოპების ორიგინალებთან ერთად წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული ხელოვნების ნიმუშების დეტალების მოტივებზე შექმნილი და თანამედროვე ფორმებში მოქცეული - ბალიშები, სანათები, ჩანთები და ფოტოები.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system