თავში

ორბელიანების სასახლის ეზოში კონცერტი გაიმართება

ორბელიანების სასახლის ეზოში კონცერტი გაიმართება
ორბელიანების სასახლის ეზოში კონცერტი გაიმართება

ორბელიანების სასახლის ეზოში ხვალ, 19 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება.

საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ირინა შენგელიას განცხადებით, ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„ღონისძიება ხაზს უსვამს „ორბელიანების სასახლის“ ღიაობას. მრავალი წლის განმავლობაში, ეს შენობა იმ ეპოქის საზოგადოების, მათ შორის კულტურის სფეროს გამორჩეული ნაწილის თავშეყრის ადგილი იყო, იმართებოდა კონცერტები და სალონური შეხვედრები. მსგავსი ღონისძიებებით „ორბელიანების სასახლე" იბრუნებს ტრადიციას“, - განაცხადა ირინა შენგელიამ.

კონცერტი 19 იანვარს, 18:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქუჩის მუსიკოსები, დავით ევგენიძე და ბენდი.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system