თავში

ორსული ჯენიფერ ლოურენსი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა - PHOTO

ორსული ჯენიფერ ლოურენსი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა - PHOTO
ორსული ჯენიფერ ლოურენსი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა - PHOTO

შიმშილის თამაშების 31 წლის ვარსკვლავი, ჯენიფერ ლოურენსი, რომელიც პირველ შვილს ელოდება,  ნიუ-იორკში ლეონარდო დი'კაპრიოსთან ერთად წითელი ხალიჩაზე გამოჩნდა. 

მსახიობი საზოგადოების თვალწინ Dior-ის გრძელი მბზინავი კაბით წარსდგა. 

მსახიობი ახალი ფილმის Don’t Look Up-ის პრემიერაზე მივიდა, რომელშიც მთავარ როლებს 47 წლის ლენარდო დი'კაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი ასრულებენ.

ფილმის პრემიერა სავარაუდოდ 2021 წლის 10 დეკემბერს შედგება. ხოლო Netflix-ზე 24 დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

ოქროს გლობუსისა და ოსკარის ჯილდოების ლაურეატი ამერიკელი მსახიობი და მისი მეუღლე კუკ მარუნი პირველ შვილს ელოდებიან. წყვილმა ურთიერთობა 2018 წელს დაიწყო, ერთი წლის შემდეგ ლოურენსი და მარუნი დაინიშნენ, რამდენიმე თვეში კი დაქორწინდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system