თავში

"ოსკარების" დაჯილდოების დეტალები ცნობილია

"ოსკარების" დაჯილდოების დეტალები ცნობილია
ოსკარების დაჯილდოების დეტალები ცნობილია

2022 წლის "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიალს, სამი წლის შემდეგ პირველად, წამყვანი ეყოლება. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ Variety წერს.

ამ დროისათვის უცნობია, თუ ვინ გახდება 94-ე ცერემონიის წამყვანი. 

ოსკარების დაჯილდოების ბოლო მასპინძელი 2018 წელს კომიკოსი, მსახიობი და სცენარისტი ჯიმი კიმელი გახლდათ. 

2019 წელს მასპინძელი კევინ ჰარტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან უარი თქვა ღონისძიებაში მონაწილეობაზე ლგბტ თემის მიმართ მისი მკაცრი გამონათქვამებით გამოწვეული სკანდალის გამო.

ხოლო, 2020 და 2021 წლებში, კორონავირუსის პანდემიის გამო, ცერემონია შერეულ ფორმატში ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system