თავში

"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია სხვადასხვა ადგილას გაიმართება

​"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია სხვადასხვა ადგილას გაიმართება
ოსკარის დაჯილდოების ცერემონია სხვადასხვა ადგილას გაიმართება

კორონავირუსის პანდემიის გამო "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიის ტრანსლაცია ერთდროულად რამდენიმე ადგილიდან, მათ შორის "დოლბის" თეატრიდან განხორციელდება. ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს.

"პირადად დასწრების ეფექტის მქონე შოუს შესაქმნელად, რომელსაც მსოფლიო აუდიტორია ელოდება, და იმისთვის, რომ COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულდეს, ცერემონიის ტრანსლაცია რამდენიმე ადგილიდან განხორციელდება", - განაცხადა კინოაკადემიის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, 2021 წელს ამერიკის კინოაკადემიამ კორონავირუსის პანდემიის გამო "ოსკარი" 28 თებერვლიდან 25 აპრილამდე გადადო. ჯერ არ არის ცნობილი, ვინ იქნება შოუს წამყვანი. პრემიის ნომინანტებს 15 მარტს გამოაცხადებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system