თავში

"ოსკარის" ლაურეატების ვინაობა ცნობილია

​"ოსკარის" ლაურეატების ვინაობა ცნობილია
ოსკარის ლაურეატების ვინაობა ცნობილია

„ოსკარის“ 93-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს ანჯელესში მიმდინარეობს.

საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში „ოსკარი“ ფრენსის მაკდორმანდსმა ფილმისთვის „მომთაბარეთა მიწა“ მიიღო.

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ჯილდო ენტონი ჰოპკინს გადაეცა ფილმისთვის „მამა“, სადაც ის დემენციით დაავადებული მოხუცის როლს ასრულებს.

წლის ფილმის კატეგორიაში ფილმმა „მომთაბარეთა მიწა“ გაიმარჯვა.

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში „ოსკარის“ მფლობელი „მომთაბარეთა მიწის“ 39 წლის ჩინელი რეჟისორი ქლოა ჩჟაო გახდა.

საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის „ოსკარი“ ფილმმა „მამა“ მიიღო, საუკეთესო ანიმაციურ ფილმად Pixar-ის „სული“ დასახელდა, საუკეთესო მოკლემეტრაჟიან დოკუმენტური ფილმის ჯილდო კი „კოლეტეს“ გადაეცა.

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის “ოსკარი“ 32 წლის ბრიტანელ მსახიობს დენიელ კალუიას გადაეცა შაკა კინგის ფილმში „იუდა და შავი მესია“ შესრულებული როლისთვის.

ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კი „ოსკარი“ სამხრეთ კორეელ მსახიობს, იუნ იუ-ჯუნგის ერგო ფილმისთვის „მინარი.“

„ოსკარის“ რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს ანჯელესში, "იუნიონ სთეიშენში" გაიმართა. პანდემიის გამო, ნომინანტების ტესტირებისა და კარანტინის მკაცრი პროტოკოლი მოქმედებდა. ცერემონიას მხოლოდ ნომინანტები და წამყვანების ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system