თავში

"ოსკარის" მფლობელი ფრანგი რეჟისორი გარდაიცვალა

​"ოსკარის" მფლობელი ფრანგი რეჟისორი გარდაიცვალა
ოსკარის მფლობელი ფრანგი რეჟისორი გარდაიცვალა

ფრანგი სცენარისტი, რეჟისორი, "ოსკარის" მფლობელი ჟან-კლოდ კარიერი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მის შვილზე დაყრდნობით ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

მას კონკრეტული დაავადება არ ჰქონია და ის ძილში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ჟან-კლოდ კარიერს ეკუთვნის 140-ზე მეტი ფილმის სცენარი, რომელთა შორისაა "ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი" (1972), "ყოფის აუტანელი სიმსუბუქე" (1989), "სირანო დე ბერჟერაკი" (1990), "ვან გოგი. მარადისობის ჭიშკართან" (2018).

რეჟისორის რანგში მან გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ბედნიერი წლისთავი" (1962), რომელმაც მას "ოსკარი" მოუტანა.

2014 წელს კარიერმა ცხოვრების მანძილზე მიღწევებისთვის საპატიო "ოსკარი" მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system