თავში

"ოსკარსა" და "ოქროს გლობუსზე" წარსადგენი ქართული ფილმი გამოვლინდა

"ოსკარსა" და "ოქროს გლობუსზე" წარსადგენი ქართული ფილმი გამოვლინდა
ოსკარსა და ოქროს გლობუსზე  წარსადგენი ქართული ფილმი გამოვლინდა

"ოსკარსა" და "ოქროს გლობუსზე" საქართველოდან ლევან კოღუაშვილის ფილმი "მეოთხე ბრაიტონი" გაიგზავნება.

ფილმი "ოსკარზე" საქართველოდან საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი. 

"მეოთხე ბრაიტონი" ქართველი ემიგრანტების შესახებ მოგვითხრობს.

წელს "ოსკარზე" საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად სამი ქართული ფილმი იბრძოდა: 

"რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" – რეჟისორი – ალექსანდრე კობერიძე; 

"პერსონა #2" – რეჟისორი – ნინო ბასილია; 

"მეოთხე ბრაიტონი" – რეჟისორი – ლევან კოღუაშვილი.

საქართველოს კანდიდატი ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე შეარჩია. 

ფილმი "მეოთხე ბრაიტონი" გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის – კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.

ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც "მეოთხე ბრაიტონი" სამწუხაროდ, ბოლო ფილმი აღმოჩნდა. 

ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული "ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system