თავში

პანდემიამ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ბედი გადაწყვიტა

პანდემიამ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ბედი გადაწყვიტა
პანდემიამ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ბედი გადაწყვიტა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა ონლაინ-სივრცეში გადაინაცვლა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, შეცვლილი ფორმატის გამო გეგმებიც შედარებით მოკრძალებულია, თუმცა კინოს მოყვარულებს ახალი ნამუშევრების ნახვა მაინც შეეძლებათ და თანაც, უფასოდ.

ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებულია ინდუსტრიული დღეებიც. ვორქშოფებზე, მასტერკლასებსა და პანელურ დისკუსიებზე ინდუსტრიაში არსებული პერსპექტივების ფართო სპექტრის გარშემო კინოინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულ პროფესიონალებთან შეხვედრები გაიმართება, რაც პროფესიონალებსა და დამწყებ რეჟისორებსა თუ პროდიუსერებს გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს.

ფიჩინგ ვორქშოფების მონაწილეებს მიეცემათ საშუალება ჩაერთონ ფიჩინგ ფორუმშიც, რომელიც საქართველოსა და ბალტიისპირეთზე (ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია) იქნება კონცენტრირებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system