თავში

პარლამენტში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი გაიხსნა

პარლამენტში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქარმუზეუმი გაიხსნა
პარლამენტში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში "ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი" გაიხსნა. 

მისი დათვალიერებით მნახველს 1919 წლიდან ქართული პარლამენტარიზმის დღემდე განვლილ გზაზე სრული წარმოდგენა შეექმნება და გაეცნობა ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის სხვადასხვა არქივებსა თუ წიგნთსაცავებშია დაცული. ვიზიტორები თამარ მეფის დროინდელი „კარვის“ შესახებ ექსპოზიციასაც გაეცნობიან, რომელიც საქართველოში პარლამენტარიზმის დამკვიდრების პირველ მცდელობად მიიჩნევა.

მუზეუმი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალმა, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილმა გახსნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system