თავში

პარლამენტში გელათის რესტავრაციასთან დაკავშირებით იმსჯელეს

პარლამენტში გელათის რესტავრაციასთან დაკავშირებით იმსჯელეს
პარლამენტში გელათის რესტავრაციასთან დაკავშირებით იმსჯელეს

გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებისაგან მოისმინა ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ შესრულდა იანვარში გაცემული რეკომენდაციები.

შეხვედრაზე მოუსმინეს სხვადასხვა თაობის არქიტექტორ-რესტავრატორებსაც, რომლებმაც შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ვერსიები წარმოადგინეს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ არქიტექტორ-რესტავრატორები ტარიელ კიპაროიძე, თამარ ნემსაძე, რუსუდან გურამიშვილი, მერაბ ბოჭოიძე, გიორგი ციციშვილი, დავით ჯინჭარაძე, გოგოთურ მისრიაშვილი, შალვა მელიქიძე და ნოდარ მინდორაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system