თავში

People's Choice Awards 2021-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

People's Choice Awards 2021​-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
People's Choice Awards 2021-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

People's Choice Awards გამარჯვებულები დასახელდნენ. ამის შესახებ გამოცემა Eonline წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წლის საუკეთესო ფილმად Marvel-ის „შავი ქვრივი“ დასახელდა.

 საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში დუეინ ჯონსონმა გაიმარჯვა. მას ასევე გადასცეს ჯილდო ნომინაციაში „ხალხის რჩეული“. 

საუკეთესო მსახიობ ქალად  სკარლეტ იოჰანსონი დასახელდა. ხოლო, საუკეთესო სერიალის კატეგორიაში Marvel-ის  „ლოკიმ“ გაიმარჯვა.

წლის საუკეთესო მუსიკალურ ჯგუფად BTS-ი დასახელდა. მომღერალ მამაკაცად - Lil Nas X, ხოლო მომღერალ ქალად -  ადელი დაასახელეს. 

წლის სინგლის ნომინაციაში BTS-ის ჰიტმა Butter-მა გაიმარჯვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system