თავში

პერის ჰილტონი 40 წლის ასაკში პირველად თხოვდება

პერის ჰილტონი 40 წლის ასაკში პირველად თხოვდება
პერის ჰილტონი 40 წლის ასაკში პირველად თხოვდება

პოპ-ვარსკვლავი პერის ჰილტონი 40 წლის ასაკში დაინიშნა. ამის შესახებ CNN წერს. 

გამოცემის ცნობით, პერისი ასევე 40 წლის ბიზნესმენს კარტერ რეუმს მიჰყვება ცოლად. რეუმმა პერისს ხელი კერძო კუნძულზე სთხოვა, სადაც წყვილი მსახიობის დაბადების დღეს აღნიშნავდა.

პერის ჰილტონი აქამდე ქორწინებაში არ ყოფილა, თუმცა მის პირად ცხოვრებაში ორი წარუმატებელი ნიშნობაა. 

"ძალიან აღელვებული ვარ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის გამო. მჯერა, რომ ოჯახი და ბავშვები - ეს ცხოვრების აზრია. ამას აქამდე ვერ ვგრძნობდი, რადგან არ მყავდა ადამიანი, რომელიც ჩემგან ასეთ სიყვარულს იმსახურებდა. მაგრამ ახლა ეს ადამიანი ვიპოვე", - წერს პერისი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system