თავში

პირველად 40 წლიანი პაუზის შემდეგ, ABBA-მ ალბომი გამოუშვა - VIDEO

პირველად 40 წლიანი პაუზის შემდეგ, ABBA-მ ალბომი გამოუშვა
პირველად 40 წლიანი პაუზის შემდეგ, ABBA-მ ალბომი გამოუშვა - VIDEO

შვედურმა ჯგუფმა ABBA-მ, 40-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ახალი ალბომი გამოუშვა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯგუფის ვებგვერდზეა განთავსებული.

ალბომს Voyage (ინგლისურიდან - მოგზაურობა) ჰქვია. მასში 10 ტრეკი შედის. ალბომი სტრიმინგის სერვისებზე უკვე ხელმისაწვდომია.

ABBA-მ ალბომის გამოშვება სექტემბერში დააანონსა. შემდეგ ჯგუფმა იქიდან ორი სიმღერა: I Still Have Faith in You და Don't Shut Me Down წარმოადგინა.

ABBA-მ ასევე დააანონსა ვირტუალური კონცერტი, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე ლონდონში გაიმართება. ჯგუფის წევრები სცენაზე ჰოლოგრამის სახით გამოვლენ. ვირტუალური მუსიკოსები "ვარსკვლავური ომების" რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა შექმნა.

ჯგუფი ABBA შვედეთში ანი-ფრიდ ლინგსტადმა, ბიორნ ულვეუსმა, ბენი ანდერსონმა და აგნეტა ფელტსკოგმა 1972 წელს შექმნეს. მსოფლიო პოპულარობა კი მან 1974 წელს ევროვიზიის მოგების შემდეგ მოიპოვა. მას შემდეგ 1983 წლამდე, სანამ დაიშლებოდნენ, მათ არაერთი მსოფლიოში ცნობილი ჰიტი ჩაწერეს, რომელთა შორის "Waterloo", "Dancing Queen", "Mamma Mia", "Knowing Me, Knowing You", "Take A Chance On Me" и 'The Winner Takes It All". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system