თავში

პომპეის საგანძური ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოიფინა

პომპეის საგანძური ვანის არქეოლოგიურ მუზ
პომპეის საგანძური ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოიფინა

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში პირველი დროებითი გამოფენა "სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი" გაიხსნა. 

გამოფენაზე წარმოდგენილია პომპეის არქეოლოგიური პარკიდან მიღებული არქეოლოგიური მასალა. 

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს პომპეის სახელგანთქმული კედლის მხატვრობის ნიმუშები და სახლის სხვადასხვა ნაწილში აღმოჩენილი მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა. ექსპოზიციაზე განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ოქრომჭედლობის ნიმუშებს. წარმოდგენილია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის მოდელები.

პომპეის აღმოჩენების ნაწილი ინტეგრირებულია მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში. დამთვალიერებელს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნოს ანტიკური სამყაროს ისტორიას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფუნქციის მქონე რვასაუკუნოვანი ქალაქების – პომპეისა და ვანის ისტორიული ეპიზოდების მაგალითზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system