თავში

პოპულარული მსახიობი სექსუალურ სკანდალში გაეხვა

პოპულარული მსახიობი სექსუალურ სკანდალში გაეხვა
პოპულარული მსახიობი სექსუალურ სკანდალში გაეხვა

ბრიტანულმა კინოაკადემიამ დროებით ჩამოართვა მსახიობ ნოელ კლარკს ჯილდო BAFTA, რომელიც მან კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. მიზეზი ის გახდა, რომ მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. განცხადებას BAFTA ავრცელებს. 

"გამოცემა The Guardian-ში ნოელ კლარკის შესახებ გამოქვეყნებული მასალების ფონზე, BAFTA მის წევრობას დროებით აჩერებს და კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაცემულ ჯილდოს აუქმებს", - აღნიშნულია კინოაკადემიის განცხადებაში.

თავად ნოელ კლარკი ბრალდებებს უარყოფს.

"20-წლიანი კარიერის მანძილზე მე სათავეში ინკლუზიურობასა და მრავალფეროვნებას ვაყენებდი. არ პერიოდში ჩემზე საჩივარი არავის წარმოუდგენია. თუკი ვინმე, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია, თავს არაკომფორტულად გრძნობდა და ჩემგან უპატივცემულობას გრძნობდა, გულწრფელად ბოდიშს ვუხდი. მე კატეგორიულად უარვყოფ ბრალდებებს სექსუალური ხასიათის ქმედებების შესახებ და ცრუ განცხადებებისგან თავდაცვას ვგეგმავ", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, 29 აპრილს გამოცემა The Guardian-მა გამოაქვეყნა მასალა, სადაც საუბარი იყო 20 ქალზე, რომლებიც კლარკს სხვადასხვა სახის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, მათ შორის გადასაღებ მოედანზე მუშაობის დროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system