თავში

პრეზიდენტი 'ტერმინატორის' და "მოსიარულე მკვდრების" პროდუსერებს შეხვდა

პრეზიდენტი 'ტერმინატორის' და "მოსიარულე მკვდრების" პროდუსერებს შეხვდა
პრეზიდენტი 'ტერმინატორის' და მოსიარულე მკვდრების პროდუსერებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ,,ტერმინატორის“ და ,,მოსიარულე მკვდრების“ პროდიუსერებს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პროდიუსერები: გეილ ენნ ჰერდი და პოლ თილტგესი საქართველოში ორგანიზაციის “ქალები კინოსა და ტელევიზიაში” მოწვევით ჩამოვიდნენ.

,,ტერმინატორის“ და ,,მოსიარულე მკვდრების“ პროდიუსერი გეილ ენნი საერთაშორისო ორგანიზაცია Women in Film & Television International-ის (WIFTI) საპატიო წევრი და აქტიური მხარდამჭერია.

მიმდინარე წლის ივლისში სწორედ მისი ხელშეწყობით დაფუძნდა ორგანიზაციის კავკასიის ფილიალი, რომლის საბჭოს წევრების უმეტესობაც საქართველოდან არიან, პრეზიდენტი კი რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილია. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, მათი საქმიანობის მთავარი თემა გენდერული თანასწორობის საკითხია და მასტერკლასებზეც, რომელსაც ისინი საქართველოში ჩაატარებენ მონაწილეთა გენდერული ბალანსია დაცული.

მომავალ წელს იგეგმება საქართველოში კინემატოგრაფების ქალთა საერთაშორისო კონგრესის ჩატარება. უკვე დაწყებულია კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოები და პრეზიდენტმა კინემატოგრტაფებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეებმა ქართული კინემატოგრაფიის მიღწევებსა და ისტორიაზე ისაუბრეს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში კინემატოგრაფიას მდიდარი ისტორია აქვს, რომელშიც ქალი რეჟისორები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system