თავში

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს - PHOTO

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს - PHOTO

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული მუსიკისა და სამუსიკო-საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ღირსების მედლით დაჯილდოვა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის “ნიჭიერთა ათწლედის” პედაგოგები ვერა სვანიძე და დარეჯან ცინცაძე.

როგორც report.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს,  სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ჯილდოები პირადად გადასცა პედაგოგებს და ქართველი ხალხის სახელით, თავდაუზოგავი შრომისათვის მადლობა გადაუხადა მათ.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა.

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ, ორბელიანების სასახლეში კიდევ ერთხელ მოგვეცა ერთმანეთთან შეხვედრის საშუალება. ახალგაზრდული კონცერტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ის მომავალი თაობა, ვისთვისაც არსებობს ეს სასახლე და თქვენ პედაგოგები კი, იღწვით, იმისათვის რომ მათ ამ ქვეყნისა და კულტურის მომავალი კიდევ უფრო დაამშვენონ და გააძლიერონ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system