თავში

პრეზიდენტმა ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის ლაურეატებს უმასპინძლა

პრეზიდენტმა ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის ლაურეატებს უმასპინძლა
პრეზიდენტმა ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის ლაურეატებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ ,,ლირას" ლაურეატებს უმასპინძლა. მან მოწვეულ სტუმრებთან ერთად მათ მიერ შესრულებული ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები მოისმინა. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიაწოდეს. 

კონცერტზე მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს: ლიზი მეგრელიშვილმა, ანაჰიტ სტელმაშოვმა, ბარბარა ჩხაიძემ, ეკა ნიკოლაძემ, ილია ლომთათიძემ, ბარბარე თათარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდა პიანისტებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის გამოცემული მუსიკალური ნაწარმოებების კრებულები უსახსოვრა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ,,ლირას“ ლაურეატების კონცერტი პირველია ორბელიანების სასახლეში, თუმცა კლასიკური მუსიკის საღამოები და კონცერტების სერია გაგრძელდება და ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

,,ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს კონცერტი გაიმართა დღეს ორბელიანების სასახლეში ისე, როგორც ეს ამ სასახლესა და იმ ოჯახს შეეფერება, რომელიც ამ სასახლეში ცხოვრობდა. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ უდიდეს წარმატებას მიაღწევთ და ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები საზღვარგარეთაც გაჟღერდება და უცხოეთშიც კარგად გაიცნობენ ქართველი კომპოზიტორების ნამუშევრებს. მეც მიმაჩნია, რომ სადაც და როგორც შემიძლია ხელი უნდა შევუწყო იმას, რომ საზღვარგარეთ უკეთ გაიცნონ ქართველი კომპოზიტორების მუსიკა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ საქველმოქმედო ფონდი ,,ლირა" რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა პიანისტების გამოვლენისა და მხარდაჭერის მიზნით დააფუძნა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და ხელშეწყობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system