თავში

პროექტის "ინტერნაციონალური კულტურა ინტეგრაციისთვის" განხორციელება დაიწყო

პროექტის "ინტერნაციონ
პროექტის ინტერნაციონალური კულტურა ინტეგრაციისთვის განხორციელება დაიწყო

აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, მოძრაობის თეატრმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, პროექტის "ინტერნაციონალური კულტურა ინტეგრაციისთვის" განხორციელება დაიწყო.  6-7 აპრილს, ახალციხეში, იოსებ ბაკურაძის სპექტაკლის "წყურვილის" პრემიერა გაიმართება.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა იოსებ ბაკურაძემ, მესხეთის თეატრში, ამერიკელი დრამატურგის იუჯინ ონილის პიესა "წყურვილი" დადგა. ეს არის სპექტაკლი ენობრივი ბარიერის გარეშე, ნებისმიერი ეროვნების მაყურებლისთვის.

მე-2 ეტაპის ფარგლებში, მოძრაობის თეატრის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, ახალციხეში მასტერკლასები ჩაატარეს.

მე-3 ეტაპის ფარგლებში, 12, 13, 14 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის 3 მუნიციპალიტეტში - ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე ქართულ-ამერიკული მიუზიკლის "თამადა მანჰეტენზე" გასტროლი შედგება.

ამერიკელმა რეჟისორმა, პოლ გორდონ ემერსონმა, ბროდვეის სტილში დადგმული მიუზიკლი "თამადა მანჰეტენზე" Tamada in Manhattan მოძრაობის თეატრში, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით დადგა. ეს არის ვაშინგტონის თეატრის Сompany E-ს და მოძრაობის თეატრის ერთობლივი ნამუშევარი, რომელიც დაიდგა ამერიკული და ქართული თეატრის კოლაბორაციის პროექტის ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system