თავში

ყატარში ნოდარ დუმბაძის წიგნის არაბული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

ყატარში ნოდარ დუმბაძის წიგნის არაბული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა
ყატარში ნოდარ დუმბაძის წიგნის არაბული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

ყატარში ნოდარ დუმბაძის წიგნის არაბული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"ყატარში საქართველოს საელჩოსა და ყატარის სახელმწიფოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, დოჰას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე (Doha International Book Fair) ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის არაბულად ნათარგმნი ნაწარმოებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს ელჩმა ყატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა და მწერლის შვილმა, ქეთევან დუმბაძემ წიგნის გამოცემაში შეტანილი წვლილისთვის საზეიმო ვითარებაში გადასცეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის სამადლობელი სიგელები პროექტის განხორციელებაში ჩართულ კატარის კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს. 

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ნოდარ დუმბაძის შემოქმედებისა და ქართული ლიტერატურის შესახებ. 

ნოდარ დუმბაძის არაბულენოვანი წიგნის კრებულში შესულია რვა მოთხრობა – „ძაღლი“, „ნუ გააღვიძებ“, „უმადური“, „ჩიტი“, „დედა“, „კუკარაჩა“, „სისხლი“ და „კორიდა“. წიგნის ყდის ილუსტრაციისთვის გამოყენებულია ელენე ახვლედიანის ნამუშევარი „ზამთარი თბილისში“. წიგნი გამოიცა საქართველოს საელჩოსა და კატარის კულტურის და სპორტის სამინისტროს აქტიური თანამშრომლობის შედეგად" - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system