თავში

რა ფილმებს უნდა ველოდოთ 2020 წელს

რა ფილმებს უნდა ველოდოთ 2020 წელს
რა ფილმებს უნდა ველოდოთ 2020 წელს

2020 წელი რეჟისორებისა და მსახიობებისათვის პროდუქტიული აღმოჩნდა. წელს ჯეიმს ბონდი კვლავ დაგვიბრუნდება, ასევე იხილავთ მარველის ახალი კომპიქსების ეკრანიზაციას. სიახლეებს დისნეისგანაც უნდა ველოდოთ. შემოგთავაზებთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომელსაც წელს იხილავთ. 


ცუდი ბიჭები სამუდამოდ  (Bad Boys For Life)

უილ სმიტი მთავარ როლს ფილმის მესამე ნაწილშიც შეასრულებს. ფილმის მსოფლიო პრემიერა 17 იანვარს გაიმართა.

უხილავი მამაკაცი (The Invisible Man)

საშინელებათა ჟანრის მოყვარულთათვის კიდევ ერთი ახალი ფილმი გამოდის. მთავარ როლს "მხევლის წიგნის" ვარსკვლავი ელიზაბეტ მოსი შეასრულებს. 

დულითლი (Dolittle)

ფილმში დოქტორი დულითლის როლს რობერტ დაუნ უმცროსი შეასრულებს. მას პარტნიორობას ანტონიო ბანდერასი და მაიკლ შინი გაუწევენ. 

ჯენტლმენები (The Gentlemen) 

გაი რიჩის ფილმი ლონდონში არსებულ ნარკოტიკულ იმპერიაზე მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლებს იუ გრანტი და მეთიუ მაკკონაჰი შეასრულებენ.

რითმის განყოფილება ( The Rhythm Section)

ფილმი გადაღებულია მარკ ბარნელის წიგნის მიხედვით. იგი ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილი ქალის შურისძიების ამბავს მოგვითხრობს.ფილმში მთავარ როლს ბლეიქ ლაივლი შეასრულებს.

დაუნჰილი (Downhill)

ფილმი 2014 წელს გადაღებული "ფორს მაჟორის" რიმეიქს წარმოადგენს. მთავარ პერსონაჟს უილ ფარელი განასახიერებს.

ფანტასტიკის კუნძული (Fantastic Island)

საშინელებათა ჟანრი მოყვარულებს ფილმი ნამდვილად დააინტერესებთ. ფილმის პრემიერა 14 თებერვალს შედგება. მასში მთავარ როლს ლუსი ჰეილი ითამაშებს.

წინ (Onward)

"პიქსარი" ახალ ანიმაციურ ფილმს შემოგვთავაზებს, რომელშიც მთავარ პერსონაჟებს კრის პრატი და ტომ ჰოლანდი გაახმოვანებენ.

მშვიდი ადგილი 2 (A quiet Place Part II)

ფილმის მეორე ნაწილში მოვლენები კიდევ უფრო მეტად დაიძაბება. მთავარ როლს კვლავ ემილი ბლანტი შეასრულებს, ხოლო პარტნიორობას ქილიან მერფი გაუწევს.

მულანი (Mulan)

დისნეი წელს კიდევ ერთი ანიმაციური ფილმის ეკრანიზაციას შემოგვთავაზებს. 

დევიდ კოპერფილდის ცხოვრება (The Personal History of David Copperfield)

წელს ასევე ჩარლზ დიკენსის წიგნის ეკრანიზაციასაც ვიხილავთ. 

ქალი ფანჯარაში (The Woman in the Window)

მტაცებელი ფრინველები (Birds of Prey)

ფილმში Birds of Pray ჰარლი ქვინის როლს მარგო რობი ითამაშებს. მარველის კომიქსების კიდევ ერთ კინოეკრანიზაციაზე დიდ მოლოდინს ამყარებენ. ფილმი ჰარლი ქვინის და "გოთემის" ბოროტმოქმედი ქალების გაერთიანებაზე მოგვითხრობს.

 

სიკვდილის დრო არ არის (No Time to Die)

წელს ჯეიმს ბონდი ახალი ნაწილით დაგვიბრუნდება. მთავარ როლს კვლავ დენიელ კრეიგი შეასრულებს.

შავი ქვრივი (Black Widow)

მარველი წელს კიდევ ერთი კომიქსის ეკრანიზაციას წარადგენს.

ქალი საოცრება (Wonder Woman)

გალ გადოტს ქალი საოცრების როლში წელს კიდევ ერთხელ ვიხილავთ.

ტოპგანი (Top Gun)

ფილმში მთავარ როლს ტომ კრუზი შეასრულებს. 31 წლიანი ლოდინის შემდეგ ფილმს მაყურებელი 26 ივნისიდან იხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system