თავში

რა ფილმს წარადგენს საქართველო ოსკარზე

რა ფილმს წარადგენს საქართველო ოსკარზე
რა ფილმს წარადგენს საქართველო ოსკარზე

ოსკარზე, საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

"წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:  "დასაწყისი" - რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი; "უარყოფითი რიცხვები" - რეჟისორი უტა ბერია; "ურსუსი" - რეჟისორი ოთარ შამათავა.

წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე. კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება იგეგმება ოქტომბრის დასაწყისში. კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი გახდება 2020 წლის 10 ოქტომბრამდე", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system