თავში

"რამაზ ჭილაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია..." - კულტურის სამინისტრო

"რამაზ ჭილაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია..." - კულტურის სამინისტრო
რამაზ ჭილაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია... - კულტურის სამინისტრო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რამაზ ჭილაიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

"რამაზ ჭილაია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი იყო.

ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას - ლიტერატურისა და კრიტიკის სფეროში მას არაერთი აკადემიური ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. 

იგი იყო არაერთი აკადემიური ნაშრომის ავტორი და პრიზის მფლობელი. 

მათ შორის: 2020 წელს კრებულისთვის "პოეტიკური ჩანაწერები" გახდა ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებული წლის საუკეთესო კრიტიკის ნომინაციაში.

რამაზ ჭილაია 2015 წლიდან იყო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ჟურნალ „კულტურა პლუს-ის" რედაქტორი. 

სხვადასხვა წლებში იყო ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის და რუსთაველის ფონდის ექსპერტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის "საქართველოს დიდი ათეულის" მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი და სხვა.

რამაზ ჭილაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული კულტურისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის, სამეცნიერო საზოგადოებისთვის და მისი სტუდენტებისათვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system