თავში

რასელ ქროუ ახალ "თორში" ზევსს ითამაშებს

​რასელ ქროუ ახალ "თორში" ზევსს ითამაშებს
რასელ ქროუ ახალ თორში ზევსს ითამაშებს

პოპულარულმა მსახიობმა რასელ ქროუმ დაადასტურა, რომ ახალ ბლოკბასტერში "Thor: Love and Thunder" ის ზევსის როლს შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

სენსაციური სიახლის შესახებ მან შოუში JOY Breakfast განაცხადა. ქროუს თქმით, გადასაღებ მოედანზე სულ რაღაც ერთი დღე დარჩა.

”ახლა კი ველოსიპედზე დავჯდები, Disney-Fox-ის სტუდიებში წავალ... და დაახლოებით დილის 9:15 საათზე "თორი 4-ში" ზევსი ვიქნები. ეს ზევსის ამპლუაში ჩემი ბოლო დღე იქნება”, - განაცხადა რასელმა.

"Thor: Love and Thunder", რომელიც მარველის სამყაროს ნაწილია, სიდნეიშია გადაღებული. ქროუს გარდა, ფილმში ასევე მონაწილეობენ მსახიობები მეტ დეიმონი, სემ ნილი და მელისა მაკარტი. ფილმის პრემიერა 2022 წლის 5 მაისს იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system