თავში

რატომ გამოეყო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლება - მინისტრის განმარტება

რატომ გამოეყო კულტურის, სპორტისა და ახალ
რატომ გამოეყო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლება - მინისტრის განმარტება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დაასახელა ის მიზეზები, რის გამოც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლება გამოეყო.  

„დარგობრივი კომიტეტიდან შესაძლებლობა მქონდა ჩამეხედა ამ სამინისტროს საქმიანობაში და ცალსახა იყო, რომ რაც არ უნდა დიდი დრო, ძალისხმევა, კონკრეტულად მინისტრს, ბატონ ჩხენკელს და მის გუნდს დაეხარჯათ ამ მიმართულებებზე ( კულტურასა და სპორტს ვგულისხმობ) ერთად იმდენად დიდი სისტემა შეიქმნა (განათლება, სკოლები, უნივერსიტეტები, მეცნიერება) რომ უბრალოდ წარმოუდგენელია თანაბრად ყველგან იყოს სამინისტროს ყურადღება მაღალი ხარისხით, ეს უბრალოდ ობიექტურად შეუძლებელია. ამიტომაც გაჩნდა გამოყოფის იდეა, თუმცა არა პირვანდელი სახით. თქვენ გახსოვთ, სულ ადრე, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, მაშინ კულტურისა და სპორტის სამინისტრო ცალ-ცალკე იყო. გაყოფა ოპტიმალური უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველა დარგს სათანადო ყურადღება მიექცეს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი 19 მარტს დაინიშნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system