თავში

რეგიონებსა და დედაქალაქში კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება

რეგიონებსა და დედაქალაქში კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება
რეგიონებსა და დედაქალაქში კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება

3-6 ნოემბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე) ორგანიზებით, პროექტის „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ დასკვნითი ეტაპი განხორციელდება.

როგორც report.ge-ს კულტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში 4 კონცერტი ჩატარდება თბილისის მერიის შემდეგ ხელოვნების სკოლებში:

3 ნოემბერი - სკოლა # 2

4 ნოემბერი - სკოლა # 26

6 ნოემბერი - სკოლა # 4, სკოლა # 3

კონცერტებში მონაწილეობს თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით.

პროექტის „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ მიზანია ეტაპობრივად, რეგულაციების სრული დაცვით შესთავაზოს საზოგადოებას შემეცნებითი ლექცია-კონცერტები და გააცნოს კლასიკური მუსიკის საოცარი სამყაროსაქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებს და მოზარდთა იმ კონტინგენტსაც, რომელსაც ადრე შეხება არ ჰქონია კლასიკურ მუსიკასთან, კლასიკური მუსიკით დააინტერესოს ახალგაზრდა თაობა და ხელი შეუწყოს მოსმენის კულტურის განვითარებას.

კონცერტების მსვლელობისას თავად მუსიკოს-შემსრულებლები საინტერესო ფორმით მოუთხრობენ ბავშვებს მუსიკაზე, მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე, ეპოქაზე, ნაწარმოებებსა თუ ინსტრუმენტებზე. აღნიშნულ ღონისძიებებს ინტერაქციული, შემეცნებით-გასართობი ფორმა აქვს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის ივლისსა და სექტემბერში კონცერტი-საუბრები ჩატარდა სამეგრელოში, გურიასა და კახეთში, ჯამში 19 კონცერტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system