თავში

რიანამ კარდაშიანების საზაფხულო სახლი ერთი თვით იქირავა

რიანამ კარდაშიანების საზაფხულო სახლი ერთი თვით იქირავა
რიანამ კარდაშიანების საზაფხულო სახლი ერთი თვით იქირავა

რიანამ ჰემპტონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კარდაშიანების სახლი ერთი თვით 415,000 აშშ დოლარად იქირავა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Mirror ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მომღერალი ჰემპტონში ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე დაისვენებს, შემდეგ კი მალიბუში დაბრუნდება.

რიანა კარდაშიანების კუთვნილი გემითაც ისარგებლებს. ჰემპტონში მდებარე კარდაშიანების სახლში ხუთი საძინებელი, ექვსი სააბაზანო და ერთი საცურაო აუზია განთავსებული. სახლისა და მიმდებარე ეზოს ფართობი ორ ჰექტარს აღწევს. 

მომღერალი ბრიტანეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალად ითვლება, მისი ქონება 468 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system