თავში

როგორი იქნებოდა ფილმი The Shining უეს ანდერსონს რომ გადაეღო

როგორი იქნებოდა ფილმი The Shining უეს ანდერსონს რომ გადაეღო
როგორი იქნებოდა ფილმი The Shining უეს ანდერსონს რომ გადაეღო

თანამედროვე კინოხელოვნების გენიალურ ნამუშევრებზე ფიქრისას, შეუძლებელია გამოგრჩეს სტენლი კუბრიკი და მისი შემოქმედება. ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კინომატოფრაფიის ნოვატორად ითვლება. მისი ფილმების უნიკალურობას მათი სიღრმე, დაძაბულობა და სიძლიერე განაპირობებს. თუმცა, არანაკლებ უნიკალურია უეს ანდერსონის შემოქმედებაც, რომელიც ფერთა-პალიტრითა და კომპოზიციით მაყურებლის ყურადღებას პირველივე კადრით იპყრობს. 

საინტერესოა, როგორ სანახაობას მივიღებთ, თუ ამ ორი რეჟისორის შემოქმდებას გავაერთიანებთ. სწორედ ეს კითხვა ამოძრავებდა სტივ რამსდენს, როდესაც სტენლი კუბრიკის „ნათება“ და უეს ანდერსონის “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“ ერთ მოკლემეტრაჟიან ფილმად გააერთიანა. რამსდენმა აღნიშნა კუბრიკისა და ანდერსონის ფილმებში სიმეტრიული კადრების მსგავსება და საკუთარ ნამუშევარს „Hotel Grand Outlook“ უწოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system