თავში

როკ მუსიკოსმა ბიძის ძვლებისგან გიტარა დაამზადა

როკ მუსიკოსმა ბიძის ძვლებისგან გიტარა დაამზადა
როკ მუსიკოსმა ბიძის ძვლებისგან გიტარა დაამზადა

როკ მუსიკოსმა იაგო ანაქსმა მისი გარდაცვლილი ბიძის ძვლებისგან ელექტრონული გიტარა დაამზადა. 

იაგო ანაქსის, იგივე "შუაღამის პრინცის" (სასცენო სახელი) თქმით, ეს საუკეთესო გზაა პატივი ეცა მისი გარდაცვლილი ბიძისთვის, რომელიც 28 წლის ასაკში ავტოავარიას ემსხვერპლა. ის თავადაც მუსიკოსი იყო და სცენაზე გამოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილს ნება ჰქონდა დართული მისი ჩონჩხის სასწავლო მიზნებით გამოყენებისთვის. ჩონჩხი საბერძნეთის ერთ-ერთი სამედიცინო სკოლაში იმყოფებოდა. 20 წლის შემდეგ ის დაკრძალეს.

ოჯახს საფლავის ქირის გადახდა უჭირდა, ამიტომ იაგომ ბიძის ჩონჩხი საბერძნეთიდან აშშ-ში, ფლორიდაში ჩაიტანა. 

"მე მივიღე ყუთი, რომელშიც ძვლები იყო და არ ვიცოდი რა მექნა. დამეკრძალა? კრემაცია გამეკეთებინა? სხვენში შემენახა? ყველა ეს გზა საცოდაობად მეჩვენებოდა იმ ადამიანის ხსოვნისთვის, რომელმაც მეტალი შემაყვარა", - განაცხადა იაგომ.

ადამიანის ჩონჩხისგან გიტარის დამზადება ხელოსნებმა არ ისურვეს გასაგები მიზეზების გამო, ამიტომ "შუაღამის პრინცმა" თავად შეისწავლა გიტარის დამზადების ხელოვნება და მსოფლიოში ალბათ ყველაზე უნიკალური ინსტრუმენტიც ასე შეიქმნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system