თავში

Rolling Stones-მა ახალი სინგლი გამოუშვა - VIDEO

Rolling Stones-მა ახალი სინგლი გამოუშვა - VIDEO
Rolling Stones-მა ახალი სინგლი გამოუშვა - VIDEO

The Rolling Stones-მა უკანასკნელი რვა წლის მანძილზე პირველად, ახალი სინგლი - Living In A Ghost Town გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ახალი ბლუზ ტრეკი კორონავირუსის ეპიდემიას ეხება და პანდემიით გამოწვეული სოციალური დისტანცირების პრობლემებს ასახავს. "Life was so beautiful, now we all got locked down / Feel like a ghost, living in a ghost town" - ასეთია ნაწყვეტი ლეგენდარული მუსიკალური ჯგუფის ახალი სინგლიდან. 

ჯგუფის წევრების განცხადებით, სიმღერის ჩაწერა თავდაპირველად ლოს-ანჯელესში დაიწყო, თუმცა "კარანტინში" დასრულდა.

Living In A Ghost Town არის პირველი სინგლი, რომელსაც ჯგუფმა  Doom and Gloom-ისა და One More Shot-ის (2012) შემდეგ გამოუშვა.

მიკ ჯაგერმა BBC-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ თვითიზოლაციის პერიოდში ახალ სიმღერებზე მუშაობას გეგმავს. სოლისტმა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსის გამო გადადებულ მსოფლიო ტურს მალე განაგრძობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system