თავში

რომ არა ვაქცინა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი - ბილი აილიში

რომ არა ვაქცინა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი - ბილი აილიში
რომ არა ვაქცინა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი - ბილი აილიში

19 წლის ამერიკელმა მომღერალმა, ბილი აილიშმა განაცხადა, რომ კორონავირუსი რთული ფორმით გადაიტანა და მისი სიმპტომები დღემდე აქვს შემორჩენილი. ამის შესახებ Report.ge ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ზე დაყრდნობით  წერს.

გამოცემის ცნობით, ბილი კორონავირუსით აგვისტოს ბოლოს დაინფიცირდა და დაავადებას შემოდგომის პირველ ნახევარში ებრძოდა. 

მომღერალმა განმარტა, რომ ყველაფერი ხველებით დაიწყო. 

„სიკვდილს არ ვაპირებდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავს ცუდად არ ვგრძნობდი. შემეშინდა, რადგან დაახლოებით ორი თვე ავად ვიყავი და ახლაც ვგრძნობ გვერდით მოვლენებს”,- აცხადებს ბილი.

გრემის შვიდგზის გამარჯვებულმა აღნიშნა, რომ მისი გადარჩენა ვაქცინის დამსახურებაა.

„ვაქცინა რომ არ გამეკეთებინა მოვკვდებოდი“, - აღნიშნა მომღერალმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system