თავში

როტერდამში ევროვიზიისთვის სცენის დადგმა დაიწყეს

როტერდამში ევროვიზიისთვის სცენის დადგმა დაიწყეს
როტერდამში ევროვიზიისთვის სცენის დადგმა დაიწყეს

როტერდამში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სცენაზე დეკორირება ოფიციალურად დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია კონკურსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს მუშაობა სცენაზე და ყველა დანარჩენ ინფრასტრუქტურაზე. სამუშაოები ჩატარდება დღე და ღამე კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებების შესაბამისად.

"თითქმის ორი წლის შემდეგ, საბოლოოდ როტერდამში ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის მზადება დასრულდა. ჩვენს კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან ერთად,  ყველაფერს ვცდილობთ, რომ საკონცერტო დარბაზი ჩვენი საერთო სახლი გახდეს. ჩვენ მოუთმენლად ველით ყველას, რომ ვაჩვენოთ, თუ რაზე მუშაობდა მთელი გუნდი ამ ხნის განმავლობაში", - განაცხადა ღონისძიების აღმასრულებელმა პროდიუსერმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების გამო, 2020 წლის ევროვიზიის კონკურსი გაუქმდა და ის წელს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში 18-22 მაისს ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system