თავში

სად არის ჩემი ფული? - ხელოვანების ერთობლივი მიმართვა პარლამენტს

სად არის ჩემი ფული? - ხელოვანების ერთობლივი მიმართვა პარლამენტს
სად არის ჩემი ფული? - ხელოვანების ერთობლივი მიმართვა პარლამენტს

საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით, 400-მდე ხელოვანი პარლამენტის კულტურის კომიტეტს მიმართავს. 

როგორც მუსიკოსებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათი ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას, ხშირ შემთხვევაში ჰონორარების განაწილების პრინციპი ირღვევა. 

მომღერალ ზუკა ხუციშვილის თქმით, პრობლემები საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს.

"კონკრეტული კანონები, რომელიც დღეს არსებობს, იმდენად ბუნდოვანია, რომ ფაქტობრივად არარსებულია. ჩვენი თხოვნაა, რომ საკითხები, რაც საავტორო უფლებებს და საავტორო უფლებებით ანაზღაურებას ეხება, გახდეს კონკრეტული, გამჭვირვალე და ავიდეს საკანონმდებლო დონეზე," - აღნიშნა მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა.

მომღერალი რომა რცხილაძე ამბობს, რომ კულტურის სფეროს სათანადო მხარდაჭერა, ხელოვან ხალხს კი გაფრთხილება სჭირდება.

"სად არის ჩემი ფული?! - ჩვენ ხელოვან ხალხს გაფრთხილება გვჭირდება. კულტურას, თუ არ მივხედეთ, ვერანაირი პოლიტიკა, მედიცინა, სპორტი და განათლება ვერ მიაღწევს იმ სიმაღლეებს, რაც ჩვენ გვეკადრება," - განაცხადა მომღერალმა რომა რცხილაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system