თავში

სამინისტრო: შენგელაიას ფილმები აღიარებული იყო საერთაშორისო ასპარეზზეც

სამინისტრო: შენგელაიას ფილმები აღიარებული იყო საერთაშორისო ასპარეზზეც
სამინისტრო: შენგელაიას ფილმები აღიარებული იყო საერთაშორისო ასპარეზზეც

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

,,გიორგი შენგელაია 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მას გადაღებული აქვს ისეთი ფილმები როგორებიცაა: „ალავერდობა“, „მაცი ხვიტია“, „ფიროსმანი“, „ვერის უბნის მელოდიები“, „სიყვარული ყველას უნდა“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, „ხარება და გოგია“ და სხვა.

გიორგი შენგელაიას ფილმები აღიარებული იყო არა მხოლოდ რეჟისორის სამშობლოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. იგი მფლობელია არაერთი პრესტიჟული ჯილდოსი - მათ შორის არის „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისთვის ბერლინის საერთაშორსო კინოფესტივალზე, ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი, ბრიტანული კინოინსტიტუტის, ბერგამოსა და სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ბატონ გიორგი შენგელაიას ოჯახს!", - აღნიშნულია სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ტექსტში.

ქართველი რეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system